სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებები ფართოვდება

© Courtesy of Parliament of Georgiaდეპუტატები პარლამენტში
დეპუტატები პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2024
გამოწერა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე ამოქმედდა
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ორშაბათს, 26 თებერვალს, ბიუროს სხდომაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს.
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
„ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახური იქნება უფლებამოსილი ნებისმიერ დროს, საკუთარი ინიციატივით, გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ისეთ საკითხებზე, რომლებიც მას მნიშვნელოვნად მიაჩნია“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, ცვლილებების მიღების შემთხვევაში სახალხო დამცველს მიენიჭება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, კონკურსის გარეშე აირჩიოს საკონკურსო კომისიის მის მიერ დანიშნული წევრი.
ასევე, პროექტის მიხედვით, იზრდება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების ვადები, რომელსაც საკონკურსო კომისია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ჩაატარებს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საკონკურსო კომისია სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არანაკლებ ორ და არაუმეტეს ხუთ კანდიდატს.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროინტეგრაციის გზაზე. მათ შორისაა ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა.
ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების მუშაობის ანგარიში წარმოადგინა >>
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. იგი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც არ ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დამოუკიდებლად იძიებს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებს.
საქართველოს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში შედის თანამდებობის პირებისა და საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების, მათ შორის პროკურატურის და პოლიციის თანამშრომლების, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0