https://sputnik-georgia.com/20240222/talakvadze-archevnebis-win-nacmozraoba-daakonserves-286480117.html
თალაკვაძე: არჩევნების წინ „ნაცმოძრაობა" დააკონსერვეს
თალაკვაძე: არჩევნების წინ „ნაცმოძრაობა" დააკონსერვეს
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, ქართულ ოპოზიციას დღეს სტრატეგია არ გააჩნია. 22.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-22T13:47+0400
2024-02-22T13:47+0400
2024-02-22T13:47+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_0:102:1620:1014_1920x0_80_0_0_084e5148a4aa66ae222e4989fea37c63.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", პრაქტიკულად, დააკონსერვეს და დაიწყეს „ნაცმოძრაობა 2“-ის შექმნა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.დეპუტატის თქმით, ქართულ ოპოზიციას დღეს სტრატეგია არ გააჩნია.„მას შემდეგ, რაც დეკემბერში ჩამოიშალა ოპოზიციის გეგმა, დაებლოკათ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში - რედ.) ქვეყანაში ეკონომიკური კრახი, დესტაბილიზაცია, არეულობა გამოეწვიათ და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ჩამოეშალათ - ყოველივე ეს ეს რომ არ გამოუვიდათ, ამიტომაც არიან დღეს დაბნეულები“, - განაცხადა თალაკვაძემ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმებოდა დესტაბილიზაცია და არეულობები. ამ პერიოდში ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ელოდა.საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_118:0:1558:1080_1920x0_80_0_0_96480bb0611f60d4b66f4b9bd1cbe0bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
თალაკვაძე: არჩევნების წინ „ნაცმოძრაობა" დააკონსერვეს
დეპუტატის თქმით, ქართულ ოპოზიციას დღეს სტრატეგია არ გააჩნია.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", პრაქტიკულად, დააკონსერვეს და დაიწყეს „ნაცმოძრაობა 2“-ის შექმნა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
„ოპოზიციას ყველა გეგმა ჩაუვარდა... მათ, პრაქტიკულად, დააკონსერვეს მშობლიური „ნაცმოძრაობა" და ახლა „ნაცმოძრაობა 2"-ის შექმნა დაიწყეს. ისინი მიხვდნენ, რომ ეს ოპოზიციური პარტია გაკოტრდა", - განაცხადა თალაკვაძემ.
დეპუტატის თქმით, ქართულ ოპოზიციას დღეს სტრატეგია არ გააჩნია.
„მას შემდეგ, რაც დეკემბერში ჩამოიშალა ოპოზიციის გეგმა, დაებლოკათ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში - რედ.) ქვეყანაში ეკონომიკური კრახი, დესტაბილიზაცია, არეულობა გამოეწვიათ და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ჩამოეშალათ - ყოველივე ეს ეს რომ არ გამოუვიდათ, ამიტომაც არიან დღეს დაბნეულები“, - განაცხადა თალაკვაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმებოდა დესტაბილიზაცია და არეულობები. ამ პერიოდში ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ელოდა.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.