https://sputnik-georgia.com/20240222/saqartvelodan-800000-moqalaqe-gavida-xundadze-vashazes-pasuxobs-286480945.html
ქვეყნიდან 800 ათასი მოქალაქის გასვლის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა: ხუნდაძე ვაშაძეს პასუხობს
ქვეყნიდან 800 ათასი მოქალაქის გასვლის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა: ხუნდაძე ვაშაძეს პასუხობს
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლება დემოგრაფიულ კრიზისში დაადანაშაულა 22.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-22T14:11+0400
2024-02-22T14:11+0400
2024-02-22T14:59+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
სოციალური სფერო საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_0:19:1610:925_1920x0_80_0_0_8f2abe2710a07dfc1872c6cb5b012e3e.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ჩაეჭიდა ინფორმაციას, რომ საქართველო 800 ათასმა მოქალაქემ დატოვა, რაც აბსოლუტური სიცრუეა, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.ვაშაძემ პარლამენტში ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2012 წლიდან - „ქართული ოცნების" მმართველობის დაწყებიდან - მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქვეყანა 800 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. მისი თქმით, ამავე მიზეზით ქვეყანაში შობადობა კრიტიკულ მინიმუმამდე დაეცა - 2022 წელს 42 ათასი ბავშვი დაიბადა.მისი თქმით, 2012 წლიდან ქვეყანა 800 ათასმა მოქალაქემ დატოვა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სამშობლოში არავინ დაბრუნებულა.როგორც დეპუტატმა განმარტა, აღნიშნულ ციფრში მოიაზრება არა მხოლოდ სამუშაოდ, არამედ სამკურნალოდ, სასწავლებლად და ტურისტული მიზნით ქვეყნიდან წასული ადამიანები.მისი, თქმით, მიგრაციის თვალსაზრისით, ყოფილი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის" პერიოდში მონაცემები ექვსჯერ უარესი იყო.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 2022 წელს საქართველო 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ხოლო სამშობლოში 54.405 ადამიანი დაბრუნდა.2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3.736,4 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 1,3%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_350:0:1610:945_1920x0_80_0_0_894bcb9be58600d8c742b35e8993b9c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, სოციალური სფერო საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, სოციალური სფერო საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
ქვეყნიდან 800 ათასი მოქალაქის გასვლის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა: ხუნდაძე ვაშაძეს პასუხობს
14:11 22.02.2024 (განახლებულია: 14:59 22.02.2024) ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლება დემოგრაფიულ კრიზისში დაადანაშაულა
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ჩაეჭიდა ინფორმაციას, რომ საქართველო 800 ათასმა მოქალაქემ დატოვა, რაც აბსოლუტური სიცრუეა, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ვაშაძემ პარლამენტში ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2012 წლიდან - „ქართული ოცნების" მმართველობის დაწყებიდან - მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქვეყანა 800 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. მისი თქმით, ამავე მიზეზით ქვეყანაში შობადობა კრიტიკულ მინიმუმამდე დაეცა - 2022 წელს 42 ათასი ბავშვი დაიბადა.
„ოპოზიცია დეზინფორმაციას მტრობის სტიმულირებისთვის იყენებს, რათა მოატყუონ ამომრჩეველი არა მხოლოდ არარეალური დაპირებებით - მაგალითად, 1000-ლარიანი პენსია უკვე თავად ოპოზიციაშიც ქილიკის საგანი გახდა - არამედ დეზინფორმაციითაც", - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, 2012 წლიდან ქვეყანა 800 ათასმა მოქალაქემ დატოვა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სამშობლოში არავინ დაბრუნებულა.
„თავად ვაშაძეც არის ამ 800 ათასში უკვე რამდენჯერმე ნამყოფი", - განაცხადა ხუნდაძემ.
როგორც დეპუტატმა განმარტა, აღნიშნულ ციფრში მოიაზრება არა მხოლოდ სამუშაოდ, არამედ სამკურნალოდ, სასწავლებლად და ტურისტული მიზნით ქვეყნიდან წასული ადამიანები.
მისი, თქმით, მიგრაციის თვალსაზრისით, ყოფილი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის" პერიოდში მონაცემები ექვსჯერ უარესი იყო.
„მათი მმართველობის პერიოდში ქვეყნიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა 247 ათასი მოქალაქე", - განაცხადა ხუნდაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 2022 წელს საქართველო 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ხოლო სამშობლოში 54.405 ადამიანი დაბრუნდა.
2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3.736,4 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 1,3%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე.