საქართველოში უახლოეს დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

© courtesy of page "Batumi City"წვიმიანი ბათუმი
წვიმიანი ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რაიონში 22-24 თებერვალს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-11 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 22-23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა პლუს 14-16 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 22-23 თებერვალს ზოგან იწვიმებს, 24 თებერვალს კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა პლუს 14-16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 22-23 თებერვალს ნალექია მოსალოდნელი, 24 თებერვალს კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა პლუს 12-14 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 22-23 თებერვალს მოთოვს, 24 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 5-7 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექიანი ამინდი მოსალოდნელი ქართლშიც (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი). ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-11 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 6-8 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში კი (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა მინუს 1-დან პლუს 1 გრადუსამდე დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0