შსს-ს თანამშრომელი მეუღლეს ფიზიკურად უსწორდებოდა და მოკვლით ემუქრებოდა: საქმის დეტალები

© photo: Sputnik / Stringerქალზე ძალადობა
ქალზე ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე ამხილა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2024 წლებში ბრალდებული მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.
2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში მამაკაცმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლესთან ურთიერთშელაპარაკებისას, მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.
2024 წლის თებერვალში კი ბრალდებული სოციალურ ქსელში კომუნიკაციისას მეუღლეს სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო.
ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელს არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ფაქტებზე ბრალდება სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151 მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით წარედგინა.
ყველა ახალი ამბავი
0