პირს, რომელმაც მევალის მკვლელობა სცადა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა 2023 წლის 12 ივნისს თბილისში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მევალეს და იმ მოტივით რომ ვალად აღებული თანხა უკან არ დაებრუნებინა, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანგარების მოტივით) წარედგინა.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0