თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© courtesy of JSC Telasi„თელასის" ტექნიკური ჯგუფი
„თელასის ტექნიკური ჯგუფი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიზიკო ქავთარაძის, ჩხიკვაძის (ნაწილობრივ), კეკელიძის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, უნივერსიტეტის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღრმაღელეს დასახლების (ნაწილობრივ), სანზონას დასახლების, გურამიშვილის გამზირის, არბოს, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, ქსნის, ერწოს და ხევისუბნის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არბოს, ქსნის, ჟინვალის, ლიახვის, ჩარგლის, შენგელიას და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, პეტრიწის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუჯარეთის, იორის, თამაზ პაპიაშვილის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის და დავით ხელთუფლიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზარზმის, ილორის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0