https://sputnik-georgia.com/20240207/politikuri-liderobis-mcdeloba-deputati-prezidentis-iniciativaze-286163517.html
პოლიტიკური მოძრაობის ლიდერობის მცდელობა - დეპუტატი პრეზიდენტის ინიციატივაზე
პოლიტიკური მოძრაობის ლიდერობის მცდელობა - დეპუტატი პრეზიდენტის ინიციატივაზე
Sputnik საქართველო
პარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლა ყველაზე ნაკლებად ჰგავდა პრეზიდენტის გამოსვლას, განაცხადა ბოჭორიშვილმა 07.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-07T19:04+0400
2024-02-07T19:04+0400
2024-02-07T19:04+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272175927_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_2f9862c8915d969376f2154aff665276.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა იყო მცდელობა ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ მოძრაობას ჩაუდგეს სათავეში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა.ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის „ნაცმოძრაობამ". მმართველი პარტია „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272175927_0:92:1600:1292_1920x0_80_0_0_d15db9f086fbf0602e7134fc8619a39d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
პოლიტიკური მოძრაობის ლიდერობის მცდელობა - დეპუტატი პრეზიდენტის ინიციატივაზე
პარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლა ყველაზე ნაკლებად ჰგავდა პრეზიდენტის გამოსვლას, განაცხადა ბოჭორიშვილმა
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა იყო მცდელობა ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ მოძრაობას ჩაუდგეს სათავეში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„ეს არ არის არანაირი პლატფორმა, ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ და შესაბამისად, ხელისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე ნაკლებად იყო პრეზიდენტის გამოსვლა. ეს იყო რაღაც პოლიტიკური მოძრაობის ლიდერობის მცდელობა, რომელიც მან ერთგვარად დააანონსა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის „ნაცმოძრაობამ". მმართველი პარტია „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.