ილია მეორე: მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი

© Sputnik / Alexander Imedashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე  - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აჭარასა და იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულების, ასევე სოფელ ასურეთთან დაღუპული სამი ადამიანის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას“,- აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.
იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გუშინ, გვიან ღამით ჩამოწვა. მეწყერმა მთლიანად მოიყოლა და დაანგრია ოთხი სახლი და გადაკეტა ცენტრალური გზა ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. სტიქიის დროს სახლებში ათი ადამიანი იმყოფებოდა. ერთის გადარჩენა მოხერხდა, ექვსი დაიღუპა, სამს კი ამ დრომდე ეძებენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს>>
გუშინ აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა - მეზობლებმა მხოლოდ მამაკაცის გამოყვანა მოახერხეს, ქალი გარდაიცვალა. ზემო აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილ მეწყერს პოლიციის ინსპექტორიც ემსხვერპლა.
საჰაერო ბურთის ჩამოვარდნა ასურეთში - გაირკვა დაღუპულთა ვინაობა>>
უბედური შემთხვევა მოხდა დღეს თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ასურეთთანაც. საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეეჯახა, რის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი პილოტი - კომპანია Sky Travel-ის დამფუძნებელი და დირექტორი რევაზ უთურგაური და მისი პოლონელი კოლეგა კრისტოფ ზაპარტისი.
ყველა ახალი ამბავი
0