https://sputnik-georgia.com/20240207/fridon-injia-jeenvis-molaparakebebis-alternativis-seqmnis-iniciativit-gamovida-286170067.html
ფრიდონ ინჯია ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივის შექმნის ინიციატივით გამოვიდა
ფრიდონ ინჯია ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივის შექმნის ინიციატივით გამოვიდა
Sputnik საქართველო
ჟენევის მოლაპარაკებები - საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია. 07.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-07T20:25+0400
2024-02-07T20:25+0400
2024-02-07T20:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22762/69/227626992_0:0:3211:1806_1920x0_80_0_0_9880c870cc6fc5c53319c061a30c4030.jpg
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართა - შეიქმნას ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატიული ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას ჩინეთი მიიღებდა.ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. დღეისათვის ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია.დეპუტატის თვალსაზრისით, ჟენევის ფორმატი უკვე 15 წელიწადი არსებობს, მაგრამ პროგრესი არ არის, ხოლო ფორმატს ჩინეთის მონაწილეობით პერსპექტივა გააჩნია.„შევაჯიბროთ ორივე ფორმატი, ჟენევის და მეორე ფორმატი გავხსნათ, სადაც მთავარი წამყვანი იქნება ჩინეთი. ვნახოთ, რომელი აჯობებს. 15 წელი გავიდა და არაფერია“, - განაცხადა ინჯიამ.2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთს, ქვეყნებმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ერთაშორის და კულტურულს, ასევე საერთაშორისოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22762/69/227626992_240:0:2971:2048_1920x0_80_0_0_46bb1989e30f0e9a553f211eb1dc0a2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტი
ფრიდონ ინჯია ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივის შექმნის ინიციატივით გამოვიდა
ჟენევის მოლაპარაკებები - საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართა - შეიქმნას ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატიული ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას ჩინეთი მიიღებდა.
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. დღეისათვის ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ცალსახად მომხრეა და აცხადებს საქართველოს ერთიანობას, ხომ არ სჯობდა ჟენევის ფორმატის პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა ინჯიამ.
დეპუტატის თვალსაზრისით, ჟენევის ფორმატი უკვე 15 წელიწადი არსებობს, მაგრამ პროგრესი არ არის, ხოლო ფორმატს ჩინეთის მონაწილეობით პერსპექტივა გააჩნია.
„შევაჯიბროთ ორივე ფორმატი, ჟენევის და მეორე ფორმატი გავხსნათ, სადაც მთავარი წამყვანი იქნება ჩინეთი. ვნახოთ, რომელი აჯობებს. 15 წელი გავიდა და არაფერია“, - განაცხადა ინჯიამ.
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთს, ქვეყნებმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ერთაშორის და კულტურულს, ასევე საერთაშორისოს.