ტოპ-10 ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე - 2023 წლის მონაცემები

გამოწერა
საქართველოს აეროპორტები 2023 წელს მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 6 მილიონზე მეტს მოემსახურნენ, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 35%-ით მეტია
ბოლო მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში 43 ავიაკომპანია ოპერირებს, რომელიც ფრენებს 89 მიმართულებით ახორციელებს.
მგზავრების გადაყვანის რაოდენობით ქართულ საავიაციო ბაზარზე უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ლიდერობს. ავიაკომპანიას ბაზრის 21% უკავია. მან გადაიყვანა 1.270.737 მგზავრი.
სულ საქართველოს აეროპორტებში 2023 წელს 26.290 რეისი შესრულდა. აქედან რეგულარული რეისია 21.280, ხოლო ჩარტერული - 5.010. 2022 წელთან შედარებით რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 8%-ით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტები 2023 წელს მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 6 მილიონზე მეტს მოემსახურნენ, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 35%-ით, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით კი 15%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0