მთაწმინდის პარკმა სხვადასხვა საახალწლო ღონისძიება მოამზადა

© photo: Sputnikმთაწმინდის პარკი
მთაწმინდის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2024
გამოწერა
მთაწმინდის პარკში ყველა ატრაქციონი 12 საათიდან ფუნქციონირებს.
თბილისი, 1–ელი იანვარი – Sputnik. საახალწლო გასართობი ღონისძიებები დედაქალაქის მთაწმინდის პარკში 7 იანვრამდე გაგრძელდება.
ორგანიზატორებმა მრავალფეროვანი პროგრამა დაგეგმეს. სტუმრებს შეეძლებათ ნახონ თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირები, ილუზიონისტური შოუები, თეატრალური და ცირკის წარმოდგენები.
ღონისძიებები 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. ყველა ატრაქციონი 12:00 საათიდან მუშაობს.
ფუნიკულიორი მუშაობს 10:00 საათიდან 04:00 საათამდე.
მთაწმინდის პარკი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. პარკის ფართობი დაახლოებით 100 ჰექტარია. ის თბილისის ყველაზე მაღალი პარკია და მდებარეობს ზღვის დონიდან 700 მეტრზე მეტ სიმაღლეზე.
ყველა ახალი ამბავი
0