გაეცანით სქემას: რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnik / Stringerსაახალწლო ილუმინაციები
საახალწლო ილუმინაციები - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
გამოწერა
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 30 დეკემბრის 01:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი საახალწლო ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები და ღონისძიების მიმდინარეობის პროცესია.
აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა კი დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროს სადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ
ყველა ახალი ამბავი
0