უფასო სწავლა რუსეთის უნივერსიტეტებში: განაცხადის წარდგენის წესი

გამოწერა
1 სექტემბრიდან რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად კანდიდატებისგან განაცხადების მიღების კამპანია დაიწყო 2024-2025 სასწავლო წლისთვის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის სახსრებით სასწავლებლად.
„Sputnik-საქართველოს" ინფოგრაფიკაში მკითხველი გაეცნობა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლაზე განაცხადის წარდგენის წესს.
განაცხადის გასაგზავნად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საინფორმაციო სისტემის „განათლება რუსეთის ფედერაციაში" საიტზე https://education-in-russia.com, შეავსონ ანკეტა და გაგზავნონ შესამოწმებლად.
განაცხადის შევსების ვადა 31 იანვრამდე გრძელდება. დეტალური ინსტრუქციების გაცნობა შესაძლებელია საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის ვებ-გვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0