სკოლამდე გავლილი კილომეტრები და გაკვეთილი თემაზე: „ადამიანი რომ არა, რა ვიქნებოდი?"

© photo: courtesy of Tamuna Labadzeთამუნა ლაბაძე
თამუნა ლაბაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
თამუნა ლაბაძე ინსტიტუტის დამთავრების მერე მაძიებელ მასწავლებელთა პროგრამაში აღმოჩნდა
მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბავშვების სიყვარული და თუ რა მეთოდს გამოიყენებს ის სწავლების დროს, მისი გადასაწყვეტია. “თუ ბავშვებს მასწავლებელი არ უყვართ, გამორიცხულია მისგან რაიმე მიიღონ, ან სულაც უნდობლობას გამოუცხადებენ. ასე რომ, მთავარი სიყვარულია, რომელსაც ვერც იყიდი და ვერც იძულებით მოსთხოვ.”- ასე ფიქრობს ინწკირვეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი თამუნა ლაბაძე. პირველი გაკვეთილიდან მიხვდა, რომ საკლასო ოთახი ის ადგილია, სადაც თავს ყოველთვის კარგად იგრძნობდა. სკოლა ხულოს რაიონში დაამთავრა. დღემდე ახსოვს, რომ სკოლაში რომ მისულიყო, ფეხით სამი კილომეტრი უნდა გაევლო. უმაღლესი განათლება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. .
© photo: courtesy of Tamuna Labadzeთამუნა ლაბაძე მოსწავლეებთან ერთად
თამუნა ლაბაძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
თამუნა ლაბაძე მოსწავლეებთან ერთად
- თამუნა, როცა სკოლაში მიხვედით ჩვეულებრივი გაკვეთილის ჩატარების საშუალება არ მოგეცათ, რაც გაცილებით რთული იყო...
- დიახ, ასე იყო, როცა ინწკირვეთის სკოლაში მივედი, მუშაობა პირველ ოქტომბერს დავიწყე. ეს სოფელი შუახევის ყველაზე მაღალი წერტილია და იქამდე მიღწევა საკმაოდ რთულია. ამიტომ უდავოდ პატივისცემას იმსახურებენ ის მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში მყოფ 16 ბავშვს გაკვეთილების გარეშე არ ტოვებენ. გაკვეთილებს ონლაინ ვატარებდით. ვცდილობდით, რომ ბავშვები ხალისიანი გამოსულიყო. დღეებს ვითვლიდით, საკლასო ოთახში როდის გადმოვინაცვლებდით. კარგად მახსოვს, როცა პირველი კლასის მოსწავლეები დავინახე, თვალები გამიფართოვდა და სუნთქვა ამიჩქარდა.
- როდის დარწმუნდით, რომ პროფესიის არჩევანში არ შეცდით?
- ამაში დღითი დღე ვრწმუნდებოდი, ვგრძნობდი თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული ჩემი სიტყვა და მოქმედება, რადგან ბავშვების მომავალი მასწავლებლის ხელშია. უამრავი იდეა მქონდა, რის შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა და ყველა გაკვეთილის გეგმა გონებაში მეწერა. ამ სკოლაში საუკეთესო კოლექტივია. ისინი ტრანსპორტირების პრობლემის პირობებში, რასაც ზამთრობით დიდთოვლობაც ერთვის, სკოლაში ამოსვლას ყოველდღე ახერხებენ. რაც მთავარია, ამას მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, ფორმალურად არ აკეთებენ. მათთან ურთიერთობით ბევრ დადებით ემოციას ვიღებ.
© photo: courtesy of Tamuna Labadzeთამუნა ლაბაძე
თამუნა ლაბაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
თამუნა ლაბაძე
- კომფორტულად სად და როგორ გრძნობთ თავს?
- არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში პირველობა არ მიყვარდა, ეს თვისება არც დღეს არის ჩემში. განა იმიტომ, რომ ვერ შევძლებ, უბრალოდ არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მირჩევნია ვინმეზე არც წინ წავიდე და არც ჩამოვრჩე. ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ მოსწავლეებთან დაკავშირებული რომელიმე ემოციური დღე?
- პირველი თებერვალი ყველაზე ემოციური დღე იყო ჩვენთვის. პანდემია ახალი დასრულებული იყო და მონატრებულ მოსწავლეებს უეკრანოდ, თუმცა პირბადით შევხვდი. ერთ დღეს ბავშვებმა მოისურვეს, რომ ნიღბის გარეშე ვენახე. ამიტომ გადავწყვიტე მათთვის რამდენიმე მარტივი მოძრაობა მესწავლებინა, მუსიკაც რიტმული და სახალისო შევარჩიე და თოვლში ვიცეკვეთ. იმ ვიდეოში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან. ჩვენს სკოლაში სულ 16 მოსწავლეა. ჩვენს თოვლში ცეკვას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან ბედნიერები ვიყავით. ბევრი თბილი სიტყვა დავიმსახურეთ. ასეთ გამოხმაურებას მართლა არ ველოდით.
© photo: courtesy of Tamuna Labadzeთამუნა ლაბაძე მოსწავლეებთან ერთად
თამუნა ლაბაძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
თამუნა ლაბაძე მოსწავლეებთან ერთად
- ვიცი, რომ სხვადასხვა მოსწავლეებს სახალისო აქტივობასაც სთავაზობთ...
- ვცდილობ, რომ მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებით ყოველი დღე გავუხალისო. ერთხელ მოსწავლეებს პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლების მიზნით ვთხოვე, რომ ერთი დღით ისინი ყოფილიყვნენ მასწავლებლები, მოეფიქრებინათ და დაეგეგმათ გაკვეთილი მათთვის სასურველი აქტივობებით. ამან კარგი შედეგი გამოიღო და გაამართლა. საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლის მოსწავლეობაც, უფრო კარგად დავინახე რა უყვართ, ის ფაქტი, რომ ინწკირვეთის სკოლაში ბავშვებს ორშაბათის მოსვლა უხარიათ, ბევრ რამეზე მეტყველებს და მათთან ერთად მეც მიხარია.
© photo: courtesy of Tamuna Labadzeმეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
მეგობრებთან ერთად
- თავისუფალ თემაზე თუ უტარებთ გაკვეთილებს?
- გაკვეთილებზე ხშირად ვსაუბრობთ თავისუფალ თემებზე. ერთხელ შევთავაზე ასეთი თემა: “ადამიანი რომ არა, რა ვიქნებოდი?" მოსწავლეებმა საინტერესოდ გაშალეს თემა, დაახასიათეს მცენარეები, ცხოველები, მათთვის საყვარელი სხვადასხვა ნივთები. მერე კი ახსნეს მათზე რატომ შეაჩერეს არჩევანი. ასეთი თემები საშუალებას იძლევა, რომ მათი პიროვნული თვისებები, ინდივიდუალურობა და უნიკალურობა გამოიკვეთოს. რადგან პიროვნებები არიან, მინდა, რომ მათ საკუთარი "მეს" რწმენა ჩავუნერგო,
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0