ზოგადი განათლება საქართველოში

გამოწერა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 2023/2024 სასწავლო წლის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, საქართველოში 2.086 სკოლა ფუნქციონირებს, რაც ექვსი სკოლით ნაკლებია გასულ სასწავლო წელთან შედარებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის რეგიონებში ყველაზე მეტი სკოლა იმერეთშია – 17,1%. ყველაზე მეტი სკოლის მოსწავლე თბილისშია – საერთო რაოდენობის 35,5%. სულ ქვეყანაში 634,3 ათასი მოსწავლეა.
2023 წელს საშუალო სკოლა დაამთავრა 47.291-მა მოსწავლემ, რაც 4,1%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
ზოგადი განათლების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მკითხველი „Sputnik-საქართველოს" ინფოგრაფიკაში გაეცნობა.
ყველა ახალი ამბავი
0