მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს

© photo : press-service of the Emergency Management Service of Georgiaსამძებრო-სამაშველო ოპერაცია სვანეთში
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სვანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
რვა ადამიანი, რომლებიც დახმარებას საჭიროებდნენ, ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მაშველებმა რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და თოვლის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი საქართველოს რვა მოქალაქე გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ცუდი ხილვადობის გამო სამმა ავტომობილმა, რომელშიც რვა ადამიანი იმყოფებოდა, გზის გაგრძელება ვერ შეძლო.
მეხანძრე-მაშველების მიერ ყველა შესაბამისი სპეცტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0