პირველი მოგება ქალთა ერთა ლიგაზე - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

© Georgian Football Federationქალთა ფეხბურთის ნაკრები
ქალთა ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორე ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილზეა და 5 დეკემბერს თურქეთთან გასვლით მატჩს გამართავს.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ქალთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგი ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
სტუმრები პირველ ტაიმში ანგარიშით 2:0 დაწინაურდნენ, მატჩის 44-ე წუთზე კი სტადიონზე განათება გამოირთო და ორივე გუნდის შეთანხმებით თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაგრძელდა.
საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო, დიდი ძალით შეუტია მეტოქეს და მოახერხა თამაშის შემობრუნება, საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა და ერთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორე ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილზეა და 5 დეკემბერს თურქეთთან გასვლით მატჩს გამართავს.
ყველა ახალი ამბავი
0