პატრუშევი: აშშ-ის ქმედებები ბირთვული იარაღის გამოყენების რისკს ზრდის

© photo: Sputnik / Aleksey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2023
გამოწერა
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. შეერთებული შტატების დესტრუქციული ქმედებები ზრდის ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების რისკს, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა მოსკოვში დსთ-ის ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების შეხვედრაზე.
მისი თქმით, შეერთებული შტატების დამანგრეველი პოლიტიკის კანონზომიერი შედეგი — ეს გლობალური უსაფრთხოების სფეროში ვითარების გაუარესებაა.
პატრუშევს მიაჩნია, რომ აშშ-ის უპასუხისმგებლო ქმედებები არა მხოლოდ უწყობს ხელს ძველი კრიზისების გამწვავებასა და ახლების გაჩენას, არამედ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებასაც აფერხებს, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთის მაგალითით დასტურდება.
„იზრდება ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების რისკი. დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს კოსმოსისა და კიბერსივრცის მილიტარიზაცია“, — აღნიშნა პატრუშევმა.
გარდა ამისა, მისი აზრით, აშშ ასტიმულირებს საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების ზრდას — ტერორიზმის, ნარკოტრაფიკის, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ჩათვლით.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) უშიშროების საბჭოების მდივნების შეხვედრა მოსკოვში დღეს გაიხსნა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასში მონაწილეობაზე უარი თქვა სომხეთის უშიშროების სამჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.
ყველა ახალი ამბავი
0