რაჭაში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

© Ministry of Defence of Georgiaსაძიებო სამუშაოები შოვში
საძიებო სამუშაოები შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2023
გამოწერა
შსს-ს ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, იპოვეს.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა.
ბოლო მონაცემებით, 32 დაღუპულის პარალელურად დაკარგულად მიიჩნევა კიდევ ერთი პირი. მანამდე მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო
ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0