https://sputnik-georgia.com/20230908/stiqia-guriasi-282089614.html
ბარნაბიშვილი: ზოგი ადამიანი უარს ამბობს საშიში ზონის დატოვებაზე
ბარნაბიშვილი: ზოგი ადამიანი უარს ამბობს საშიში ზონის დატოვებაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მიუხედავად თხოვნისა და გაფრთხილებისა, ზოგიერთი ადამიანი უარს აცხადებს გურიაში საშიში ზონის დატოვებაზე, განაცხადა საქართველოს... 08.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-08T23:01+0400
2023-09-08T23:01+0400
2023-09-08T23:01+0400
ახალი ამბები
გურია
საქართველო
საქართველოს რეგიონები
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282089102_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_2379435072cbe4971a0e1a4d4db3ae77.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მიუხედავად თხოვნისა და გაფრთხილებისა, ზოგიერთი ადამიანი უარს აცხადებს გურიაში საშიში ზონის დატოვებაზე, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილმა.მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს დღეებში კვლავ ცუდი ამინდებია მოსალოდნელი, საშიშ ზონებში დარჩენილ მოსახლეობას კვლავ დაუკავშირდებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მაშველები და ადგილებიდან მათ გაყვანას შეეცდებიან.დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ დროისათვის ლანჩხუთი-გრიგოლეთის მიმართულებით და ასევე სხვა ადგილებში გზების ნაწილი უკვე გაწმენდილია, ნაწილის გაწმენდა კი ისევ მიმდინარეობს.გუშინ მოსულმა ძლიერმა ნალექმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. გურიის, აჭარიისა და კახეთის ზოგიერთ რაიონში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ზოგ ადგილას მეწყრული პროცესები განვითარდა, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს. სტიქიის შედეგად გურიაში სამი ადამიანია დაღუპული - ორი მოზარდი და ერთი 80 წლის ქალი. მათი ცხედრები უკვე იპოვნეს.
გურია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282089102_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_0c9b3133f4736a8104effd286e6a5cff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, გურია , საქართველო, საქართველოს რეგიონები, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები, გურია , საქართველო, საქართველოს რეგიონები, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მიუხედავად თხოვნისა და გაფრთხილებისა, ზოგიერთი ადამიანი უარს აცხადებს გურიაში საშიში ზონის დატოვებაზე, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილმა.
„უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად თხოვნისა და გაფრთხილებისა, ზოგიერთ ლოკაციაზე, სადაც ვიზუალურადაც იყო საშიშროება ადამიანების გაჩერებისა, ხალხმა უარი განაცხადა გამოსვლაზე. მინდა, მოვუწოდო მათ, მაქსიმალურად შეეცადნენ და უსაფრთხო ადგილას გადმოვიდნენ“, — აღნიშნა ბარნაბიშვილმა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს დღეებში კვლავ ცუდი ამინდებია მოსალოდნელი, საშიშ ზონებში დარჩენილ მოსახლეობას კვლავ დაუკავშირდებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მაშველები და ადგილებიდან მათ გაყვანას შეეცდებიან.
დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ დროისათვის ლანჩხუთი-გრიგოლეთის მიმართულებით და ასევე სხვა ადგილებში გზების ნაწილი უკვე გაწმენდილია, ნაწილის გაწმენდა კი ისევ მიმდინარეობს.
„ასევე მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობა და სხვადასხვა კონსტრუქციის აღდგენა. შევეცდებით, უმოკლეს დროში იყოს აღდგენილი ყველაფერი“, – განაცხადა ბარნაბიშვილმა.
გუშინ მოსულმა ძლიერმა ნალექმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. გურიის, აჭარიისა და კახეთის ზოგიერთ რაიონში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ზოგ ადგილას მეწყრული პროცესები განვითარდა, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს.
სტიქიის შედეგად გურიაში სამი ადამიანია დაღუპული - ორი მოზარდი და ერთი 80 წლის ქალი. მათი ცხედრები უკვე იპოვნეს.