რაჭაში გზაზე მიწის მასა ჩამოიშლა: საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

© Georgian Railway მეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2023
გამოწერა
ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა, განაცხადეს უწყებაში
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას ჩამოიშალა მიწის მასა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის გამო არავინ დაშავებულა, ვინაიდან მიმდინარე სამუშაოების გამო უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული.
„აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში. გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაოები. დამცავი კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია და დარჩენილი 40 მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრზეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მონაცემებით, ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს, აღნიშნეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ყველა ახალი ამბავი
0