ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მთავარი სიბრძნე

CC BY 2.0 / Flickr / Esparta Palma / Sunset & the Thinkerფილოსოფოსი ჩამავალი მზის ფონზე
ფილოსოფოსი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2023
გამოწერა
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი, განმასხვავებელი სიბრძნე აქვს. ერთი ნიშანი კარგად ერკვევა ადამიანის სულის კუთხე-კუნჭულებში, მეორემ კარგად იცის, როგორ მიაღწიოს მიზანს, მესამეს სამართლიანობის ურყევი განცდა აქვს.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სიბრძნე - ეს ერთი დიდი ჭეშმარიტების ნაწილია, ამიტომ მუდმივად უნდა ვეცადოთ სხვა ადამიანებისგან რაიმე ვისწავლოთ.
ვერძი
ვერძი ბრძენია დროისა და ცხოვრების დაფასებაში. ზოდიაქოს ეს ნიშანი არ კარგავს ძალასა და ძვირფას წუთებს ფილოსოფიურ აზრებზე. ის მიჩვეულია გააკეთოს და არა - ილაპარაკოს, მიაღწიოს და არა - წვრილმანებზე დახურდავდეს. ვერძის სიბრძნე გამოიხატება დროის დაფასების უნარში, იმაში, რომ იყოს უეშმაკო, მადლიერი და პატიოსანი, უსმინოს საკუთარ შინაგან ხმას.
კურო
კუროს სიბრძნე მის პატიოსნებასა და გულწრფელობაშია. ზოდიაქოს ეს ნიშანი ცხოვრებას რეალურად უყურებს და ტკბება სამყაროს სილამაზით. მან ზუსტად იცის, რა სურს და უნარი შესწევს დააფასოს ის, რაც აქვს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ასწავლონ სხვებს რეალური მიზნების დასახვა და ცხოვრებისგან კმაყოფილების მიღება.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
ზოდიაქოს ნიშნები: ერთი ნაბიჯი სიყვარულიდან სიძულვილამდე
ტყუპი
ტყუპები ცდილობენ, აკეთონ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად მოსწონთ და ურთიერთობა ჰქონდეთ მათთან, ვინც საინტერესოდ მიაჩნიათ. ისინი ძალზე ცნობისმოყვარენი არიან, რაც მათ ეხმარება, არასდროს დაკარგონ ოპტიმიზმი და ცხოვრებას მსუბუქად შეხედონ. ტყუპების სიბრძნე იმაში გამოიხატება, რომ არ ეჩვევიან რაღაც ერთს, არამედ ცდილობენ, ეს სამყარო სხვადასხვა კუთხით შეისწავლონ.
კირჩხიბი
კირჩხიბის სიბრძნე ადამიანური გრძნობებისა და ემოციების გაგებაში, ასევე რთულ დროს ადამიანებზე ზრუნვასა და მხარდაჭერაშია. ზოდიაქოს ამ ნიშანს მშვენივრად აქვს გაცნობიერებული, რომ ბედნიერების მომენტებს დროდადრო სევდისა და სიმწრის მომენტები ცვლის. მას შეუძლია სხვადასხვა ემოციის განცდა ამას ასწავლის სხვა ადამიანებსაც. კირჩხიბი არასდროს კარგავს ადამიანების სიყვარულს, რადგან მათში ბევრად ღრმად იხედება.
ლომი
ლომის სიბრძნე გამოიხატება იმაში, რომ ის ისწრაფვის თავისი ნიჭის რეალიზებისკენ და სურს, რომ ამ ცხოვრებაში ყველამ იპოვოს თავისი თავი. ლომი ძალზე ერთგული და კეთილშობილი ნიშანია. ის მფარველობს სუსტებს და ეხმარება გაჭირვებულებს. ლომს გაცნობიერებული აქვს, რომ სიცოცხლე ერთხელ და ისიც ბედნიერებისთვის გვეძლევა.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2023
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
ქალწული
ქალწულის სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ ის არასდროს ნებდება და ყოველთვის ეძებს სხვა გამოსავალს. ზოდიაქოს ამ ნიშანმა იცის, რომ ამ სამყაროში არაფერია სრულყოფილი, მაგრამ ადამიანი მაინც სრულყოფილებისკენ უნდა ისწრაფვოდეს. ქალწულს მცირე დეტალების შემჩნევისა და ცხოვრების გზაზე ყველაფრის შესწავლის უნარი ეხმარება, ბედნიერება უბრალო რაიმეში იპოვოს და დატკბეს აბსოლუტურად ბანალური, მაგალითად, მოვლენით.
სასწორი
სასწორის სიბრძნეა სწრაფვა იმისკენ, რომ მიიღოს ყველაზე სწორი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე და სწორი და აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება. ანალიტიკური ჭკუის წყალობით სასწორს მომავლის განჭვრეტა შეუძლია. ზოდიაქოს ეს ნიშანი ისწრაფვის სამართლიანობისა და ჰარმონიისკენ, ასევე შეუძლია გარშემო სილამაზით დატკბეს.
მორიელი
მორიელის სიბრძნე გამოიხატება იმაში, რომ მას შეუძლია გაიაზროს ყველაფერი, დეტალურად გააანალიზოს ინფორმაცია, შეხედოს ვითარებას სხვადასხვა მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ ჩანს ზოდიაქოს ეს ნიშანი ასე თავდაჯერებული. მან ყოველთვის მეტი იცის გარშემომყოფების შესახებ, მაგრამ ამაზე იშვიათად ლაპარაკობს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“
მშვილდოსანი
მშვილდოსნის სიბრძნე სიცოცხლის უდიდეს სიყვარულსა და სწრაფვაშია, ნახოს, შეიგრძნოს და გააკეთოს რაც შეიძლება ბევრი. ზოდიაქოს ეს ნიშანი სიბრძნეს იღებს ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, ახალი შთაბეჭდილებებიდან და ცოდნიდან. ის ფრიად ცნობისმოყვარეა და ყოველთვის მზად არის, მიიღოს ახალი გამოცდილება სიბრძნის მისაღებად.
თხის რქა
თხის რქის სიბრძნე თავად ცხოვრების, ადამიანის ბედისა და ამ სამყაროში მისი დანიშნულების გაგებაში გამოიხატება. თხის რქები ბრძენი არიან დაბადებიდან; მათ იციან, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გააკეთებს სასარგებლოს ამ ცხოვრებაში, მით უკეთ წარიმართება მისი ცხოვრება. ამას გარდა, თხის რქას მშვენივრად აქვს გაცნობიერებული, რომ ადამიანი საკუთარი წინაპრებისა და ოჯახის გარეშე სუსტია, როგორც ხე და ფესვებისა და სახლი - საძირკვლის გარეშე.
მერწყული
მერწყულის სიბრძნე მდგომარეობს იმის გაცნობიერებაში, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ოდესღაც პირველად გაკეთდა. მას მშვენივრად ესმის, თუ რა როლს ასრულებს ადამიანი საზოგადოებაში და რამდენად მნიშვნელოვანია, იყო სხვებთან და თან დარჩე ის, ვინც სინამდვილეში ხარ. თითოეულის ნიჭი საჭიროა და მნიშვნელოვანი, თითოეულს აქვს თავისი ორიგინალურობისა და ინდივიდუალურობის უფლება. აი, რატომ არის მერწყული ზოდიაქოს ყველაზე ლოიალური და დემოკრატიული ნიშანი.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2019
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით
თევზები
თევზების სიბრძნე სხვა ადამიანების თანაგრძნობასა და დახმარებაში გამოიხატება. ეს ყველაზე ღრმა და გულმოწყალე, თანამგრძნობი ნიშანია. თევზებს ყოველთვის ახსოვთ, რომ მატერიალური დროებითია, ხოლო სული - მარადიული. ისინი განსაკუთრებულად უყურებენ ამ სამყაროს და ბუნებრივი სიბრძნით არიან დაჯილდოებული. მაგრამ სამყაროსთვის თავიანთი სიბრძნის გაზიარება მათ არ შეუძლიათ, რადგან სხვა ადამიანებს ასე ღრმად წყალში ცურვა არ შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0