ბრაზილიაში ქართველი მეზღვაური მოკლეს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2023
გამოწერა
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია გემის ინჟინერი, 31 წლის ილია კახაბერიძე. მამაკაცის ცხედარი 30 მაისს აღმოაჩინეს. მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ბრაზილიური მასმედიის ინფორმაციით, ბრალდებულს დაკავებისას ქართველი მეზღვაურის სამი საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და მოკლულის სხვა ნივთები ჰქონდა.
ყველა ახალი ამბავი
0