გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2023
გამოწერა
გარდაცვალების მიზეზი, ისევე როგორც სხვა დეტალები, ამ დროისთვის უცნობია.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. მამაკაცის ცხედარი იპოვეს გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
წინასწარი მონაცემებით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, თუმცა გარდაცვალების მიზეზი, ისევე როგორც სხვა დეტალები, ამ დროისთვის უცნობია.
სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით აღიძრა.
როგორც ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ამ მუხლით საქმე აღიძრება ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, მოგვიანებით კი კვალიფიკაცია შესაძლოა შეიცვალოს გამოვლენილი გარემოებებისა და ექსპერტიზის შედეგების მიხედვით.
ყველა ახალი ამბავი
0