https://sputnik-georgia.com/20230205/ziudo-lasa-savdatuasvili-parizis-grand-slemis-gamarjvebulia-video-274575131.html
ძიუდო: ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია - ვიდეო
ძიუდო: ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია - ვიდეო
Sputnik საქართველო
ლაშამ ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარგნინი ერთ წუთში ეფექტური იპონით დაამარცხა 05.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-05T10:30+0400
2023-02-05T10:30+0400
2023-02-05T10:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრაზილია
საფრანგეთი
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267814100_0:209:3196:2007_1920x0_80_0_0_d91f829e931b59b3ffa811700f630147.jpg
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) პარიზში მიმდინარე დიდი სლემის პრესტიჟული ტურნირის პირველ დღეს ჩვენ გუნდს ოქროს მედალი მოუტანა.პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში 60, 66 და 73 კგ, ქალებში კი 48, 52, 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდა. პარიზის ტურნირში მონაწილეობისთვის 85 ქვეყნის 550 სპორტსმენი დარეგისტრირდა.ლაშამ ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარგნინი ერთ წუთში ეფექტური იპონით დაამარცხა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა პარიზის გრანდ სლემის ტურნირზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა.შარშანდელ გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.საფრანგეთის დედაქალაქში კვირას რვა ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
საქართველო
ბრაზილია
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267814100_227:151:2757:2048_1920x0_80_0_0_2422f28375c449e2659d1f662ac8cdca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრაზილია , საფრანგეთი , სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, ბრაზილია , საფრანგეთი , სპორტი
ძიუდო: ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია - ვიდეო
10:30 05.02.2023 (განახლებულია: 10:31 05.02.2023) ლაშამ ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარგნინი ერთ წუთში ეფექტური იპონით დაამარცხა
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) პარიზში მიმდინარე დიდი სლემის პრესტიჟული ტურნირის პირველ დღეს ჩვენ გუნდს ოქროს მედალი მოუტანა.
პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში 60, 66 და 73 კგ, ქალებში კი 48, 52, 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდა. პარიზის ტურნირში მონაწილეობისთვის 85 ქვეყნის 550 სპორტსმენი დარეგისტრირდა.
ლაშამ ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარგნინი ერთ წუთში ეფექტური იპონით დაამარცხა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა პარიზის გრანდ სლემის ტურნირზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა.
შარშანდელ გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
საფრანგეთის დედაქალაქში კვირას რვა ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.