თბილისი ჟურნალ National Geographic Travel-ის ვერსიით საუკეთესო ქალაქების ტოპ-100-ში მოხვდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
უცხოელი მკითხველი გაეცნო საქართველოს დედაქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიასა და კულინარიულ გემოვნებას.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. გავლენიანი გამოცემა National Geographic Travel-ის ვერსიით, თბილისი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების გზამკვლევის ტოპ-100-ში მოხვდა, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს დედაქალაქის შესახებ სპეციალურ გამოცემაში მკითხველს მოუთხრო ჟურნალისტმა ჯოზეფ რიჩარდ იოგერტმა, რომელიც საქართველოში პრეს-ტურის ფარგლებში იმყოფებოდა.
© photo: Sputnik / Stringerთბილისი, აბანოთუბანი
Туристы в старом Тбилиси в районе Абанотубани на фоне серных бань - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
თბილისი, აბანოთუბანი
გზამკვლევში აღწერილია თბილისის ისტორიული უბნები, დედაქალაქის ისტორია, კულტურული ძეგლები, მუზეუმები, ტურისტული მარშრუტები, თეატრები, სასტუმროები, კვების ობიექტები.

„აქ შეძლებთ გასინჯოთ გემრიელი ქართული კერძები, რომელიც როგორც სპარსულს, ასევე ხმელთაშუა ზღვის რეგიონს აერთიანებს. შეგიძლიათ იხილოთ და შეეხოთ მემკვიდრეობას, რომელიც ძველი თბილისის არქიტექტურაშია გამოკვეთილი. აქ „იტალიურ ეზოებს“ იხილავთ, რომლის აივნებიც ხის მოაჯირებითა და სპირალური კიბეებით გამოირჩევა. ეს დიზაინი აბრეშუმის გზის ქარვასლას უფრო მოგაგონებთ, ვიდრე იტალიურს“, – წერს იოგერტი.

გარდა თბილისისა, რომელშიც სტატიის ავტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურების შერწყმაზე, გზამკვლევი მკითხველს მცხეთასაც აცნობს.
National Geographic Travel-ის ჟურნალისტი ასევე დაწვრილებით აღწერს თბილისის გოგირდის აბანოებს, მცხეთის ტაძრებსა და თბილისის ეროვნულ პარკს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0