https://sputnik-georgia.com/20220517/bolnisis-muzeumma-ariareba-moipova-266705096.html
ბოლნისის მუზეუმმა კონკურსში „ევროპის წლის მუზეუმი“ დიპლომი დაიმსახურა
ბოლნისის მუზეუმმა კონკურსში „ევროპის წლის მუზეუმი“ დიპლომი დაიმსახურა
Sputnik საქართველო
ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებით იზიდავს აუდიტორიას უნიკალური ატმოსფეროთი. 17.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-17T17:36+0400
2022-05-17T17:36+0400
2022-05-17T19:30+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ესტონეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249045641_1:0:3640:2047_1920x0_80_0_0_27618f26830ccdac40b8db4400c82f0a.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ბოლნისის მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის „ევროპის წლის მუზეუმი - 2022" ფინალურ ნომინანტად დასახელდა.„ევროპის წლის მუზეუმის“ პრემია (EMYA) 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით დაფუძნდა. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.„ევროპის წლის მუზეუმის“ ჯილდო ხაზს უსვამს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობას. კონკურსში მონაწილეობა ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას შეუძლია.წელს ევროპის მუზეუმის კონკურსის (EMYA 2022) დაჯილდოების ცერემონია 7 მაისს ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაიმართა. იქ ბოლნისის მუზეუმს გადაეცა დიპლომი – „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“.მუზეუმში აღნიშნავენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული კულტურის დაწესებულებების აღიარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.საქართველომ კონკურსში მონაწილეობა პირველად 2016 წელს მიიღო. მაშინ კონკურში წარდგენილი იყო სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, რომელიც ევროპის საუკეთესო მუზეუმების კანდიდატთა შორის იყო ნომინირებული.
საქართველო
ესტონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249045641_456:0:3185:2047_1920x0_80_0_0_1a7ff206306d978dad89b6c2e21466be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ესტონეთი
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ესტონეთი
ბოლნისის მუზეუმმა კონკურსში „ევროპის წლის მუზეუმი“ დიპლომი დაიმსახურა
17:36 17.05.2022 (განახლებულია: 19:30 17.05.2022) ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებით იზიდავს აუდიტორიას უნიკალური ატმოსფეროთი.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ბოლნისის მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის „ევროპის წლის მუზეუმი - 2022" ფინალურ ნომინანტად დასახელდა.
„ევროპის წლის მუზეუმის“ პრემია (EMYA) 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით დაფუძნდა. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.
„ევროპის წლის მუზეუმის“ ჯილდო ხაზს უსვამს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობას. კონკურსში მონაწილეობა ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას შეუძლია.
წელს ევროპის მუზეუმის კონკურსის (EMYA 2022) დაჯილდოების ცერემონია 7 მაისს ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაიმართა. იქ ბოლნისის მუზეუმს გადაეცა დიპლომი – „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“.
მუზეუმში აღნიშნავენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული კულტურის დაწესებულებების აღიარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.
საქართველომ კონკურსში მონაწილეობა პირველად 2016 წელს მიიღო. მაშინ კონკურში წარდგენილი იყო სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, რომელიც ევროპის საუკეთესო მუზეუმების კანდიდატთა შორის იყო ნომინირებული.