პირველი ოქრო ბრაზილიიდან: ირმა ხეცურიანი სან-პაულუს ტურნირის გამარჯვებულია

© courtesy of Irma Khetsuriani
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
ირმა ხეცურიანმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი პარამოფარიკავე დაამარცხა. ამავე ტურნირზე მესამე ადგილი მოიპოვა ნინო თიბილაშვილმა.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი ბრაზილიაში სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელი გახდა ხმლით ფარიკაობაში.
ხეცურიანმა სან-პაულუს ტურნირზე ეტლით ფარიკაობაში ფინალურ ეტაპზე იტალიელი როსანა პასკულინი ანგარიშით 15:7 დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა.
რაც შეეხება ტურნირზე მოასპარეზე მეორე ქართველ პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილს, მან ნახევარფინალური დაპირისპირება იტალიელ ანდრეა მოგოსთან დათმო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ირმა ხეცურიანისთვის ამ ტურნირზე ეს უკვე მესამე მედალია, მანამდე მან რაპირითა და დაშნით ასპარეზობისას, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აიღო.
საქართველოს ნაკრები ბრაზილიაში ასპარეზობას აგრძელებს. დღეს გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0