რუსთავის საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

© photo: Sputnik / Stringerრუსთავი
რუსთავი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გამოწერა
ლევან ონიანმა გასულ კვირაში პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა, რაც გახდა მისი იმპიჩმენტის მიზეზი. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს, იუწყება „პირველი არხი“.
გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა დღეს მიიღეს.
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გურიის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ლევან ონიანის გადაყენებას ფარული კენჭისყრით მხარი საკრებულოს 16-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ორი. „ნაციონალური მოძრაობის“ სამკაციან ფრაქციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ონიანმა „ქართული ოცნება“ 12 აგვისტოს დატოვა და „სახალხო პარტიას“ შეუერთდა.
როგორც მანამდე ლევან ონიანმა განაცხადა, მისი პარტიიდან წასვლის მიზეზი ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ ღირებულებებს უღალატა.
ამ დროისათვის რუსთავის საკრებულოში 25 წევრია, უმრავლესობას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0