https://sputnik-georgia.com/20210819/afeTqebis-safrTxe-vaSingtonSi-bombis-Sesaxeb-Setyobinebis-avtori-policias-Cabarda-252627525.html
აფეთქების საფრთხე ვაშინგტონში: ბომბის შესახებ შეტყობინების ავტორი პოლიციას ჩაბარდა
აფეთქების საფრთხე ვაშინგტონში: ბომბის შესახებ შეტყობინების ავტორი პოლიციას ჩაბარდა
Sputnik საქართველო
ეჭვმიტანილი Facebook-ზე მომხდარის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა. მან განაცხადა, რომ ბომბები მთელი ქალაქის მასშტაბით განალაგა 19.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-19T23:17+0400
2021-08-19T23:17+0400
2023-07-20T15:44+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252627155_0:139:3145:1908_1920x0_80_0_0_4bda25ec10d245211a47223cf9141d06.jpg
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. მამაკაცი, რომელმაც ვაშინგტონის ცენტრში აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკასთან ავტომობილი გააჩერა და ბომბის შესახებ განაცხადა, პოლიციას ჩაბარდა, იუწყებიან ამერიკული მედია-საშუალებები კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსზე, ტომ მენჯერზე დაყრდნობით.მანამდე კაპიტოლიუმის პოლიციამ აშშ-ის დედაქალაქის ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ განაცხადა. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ამ რაიონში შესვლისგან. პოლიციამ გადაკეტა კაპიტოლიუმის ბორცვი, უზენაესი სასამართლოს და კონგრესის ბიბლიოთეკის შენობები. ტერიტორია შემოსაზღვრეს ყვითელი ლენტით, მეზობელი შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.ამ დროისთვის მძღოლი იდენტიფიცირებულია. თავისი Facebook-ის აკაუნტში (ამ დროისთვის უკვე დაბლოკილია) ის მომხდარის ტრანსლაციას ახორციელებდა. კერძოდ, მამაკაცი აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მასთან მოლაპარაკებების ორგანიზებას მოითხოვდა. გარდა ამისა, ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ ბომბები „მთელს ქალაქში“ განათავსა. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა სიცოცხლეც თვითმკვლელობით დაასრულოს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252627155_207:0:2938:2048_1920x0_80_0_0_31912507904af542dae12bc711ecdd1d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აფეთქების საფრთხე ვაშინგტონში: ბომბის შესახებ შეტყობინების ავტორი პოლიციას ჩაბარდა
23:17 19.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) ეჭვმიტანილი Facebook-ზე მომხდარის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა. მან განაცხადა, რომ ბომბები მთელი ქალაქის მასშტაბით განალაგა
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. მამაკაცი, რომელმაც ვაშინგტონის ცენტრში აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკასთან ავტომობილი გააჩერა და ბომბის შესახებ განაცხადა, პოლიციას ჩაბარდა, იუწყებიან ამერიკული მედია-საშუალებები კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსზე, ტომ მენჯერზე დაყრდნობით.
მანამდე კაპიტოლიუმის პოლიციამ აშშ-ის დედაქალაქის ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ განაცხადა. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ამ რაიონში შესვლისგან. პოლიციამ გადაკეტა კაპიტოლიუმის ბორცვი, უზენაესი სასამართლოს და კონგრესის ბიბლიოთეკის შენობები. ტერიტორია შემოსაზღვრეს ყვითელი ლენტით, მეზობელი შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
ამ დროისთვის მძღოლი იდენტიფიცირებულია. თავისი Facebook-ის აკაუნტში (ამ დროისთვის უკვე დაბლოკილია) ის მომხდარის ტრანსლაციას ახორციელებდა. კერძოდ, მამაკაცი აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მასთან მოლაპარაკებების ორგანიზებას მოითხოვდა. გარდა ამისა, ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ ბომბები „მთელს ქალაქში“ განათავსა. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა სიცოცხლეც თვითმკვლელობით დაასრულოს.