„გამართლება არა აქვს“: ინაშვილი პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტზე

© photo: Sputnikირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროვოკაციებით, რომელშიც ის როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიას ადანაშაულებს, ქვეყნის ინტერესები ზარალდება

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. ამაზრზენი სანახაობა, რომელსაც გამართლება არა აქვს. ასე დაახასიათა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ის მოვლენები, რომლებიც თბილისში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლას მოჰყვა.

ვლადიმირ პოზნერი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
„დიდი პატივია“: პოზნერმა თბილისში მომხდართან დაკავშირებით სიჩუმე დაარღვია

პოზნერი თბილისში 40 ადამიანის თანხლების 31 მარტს ჩამოვიდა. მას დაბადების დღე უნდა აღენიშნა, მაგრამ დაგეგმილზე ადრე მოუწია ქვეყნიდან წასვლა ოპოზიციონერი აქტივისტების საპროტესტო აქციის გამო. დემონსტრანტებმა პოზნერს აფხაზეთის შესახებ ადრე ნათქვამი განცხადება გაახსენეს და ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს.

„ჩვენ ამაზრზენი სანახაობა ვიხილეთ და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ გვაკარგვინებენ სახეს და ამას აკეთებს საქართველოში უმცირესობის უმცირესობა. ძალიან პატარა და ვიწრო ჯგუფი... ეს არის სრულიად მონური ფსიქოლოგიის ხალხი, ვინც ცდილობს შექმნას საკუთარი დღის წესრიგი და შემდეგ მთელი საქართველო ამ დღის წესრიგის ქვეშ აცხოვროს. ჩვენ საქმე გვაქვს არაჯანსაღი და დაავადებული აზროვნების ხალხთან“, – განაცხადა ინაშვილმა ბრიფინგზე.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
პრემიერი: პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში კანონის სრული დაცვით შემოვიდნენ

პოლიტიკოსის აზრით, მსგავსი ქმედებებით საქართველო კარგავს სახეს, პირველ რიგში, ზარალდება ქვეყნის ინტერესები. ინაშვილმა ასევე მმართველი პარტია პროვოკაციაში მონაწილეობაში დაადანაშაულა.

„როდემდე უნდა ვმოქმედებდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ?!. მთელ ამ პროვოკაციებში თანაბრად მონაწილეობს „ქარული ოცნება“. ასევე „ქართული ოცნება“ არის ერთ-ერთი მონაწილე ამ პროვოკაციების დაგეგმვისა და განხორციელებისა. ერთობლივად აკეთებენ ამას „ქართული ოცნება“ და სააკაშვილ-ბოკერიების ჯგუფები“, – განაცხადა ინაშვილმა.

„სტუმართმოყვარეობა მთელი თავისი ხიბლით“ - პოზნერის სტუმრობამ სოცქსელი ააფეთქა>>

მანამდე გამოსვლები პოზნერის წინააღმდეგ დაგმო საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციული უწოდა. პრემიერის განცხადება მოსკოვში დადებითად შეაფასეს.

ყველა ახალი ამბავი
0