თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. უცნობი პირი ავტომობილით აშშ–ის კაპიტოლიუმის საკონტროლო–გამშვებ პუნქტთან ორ ოფიცერს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
„ეჭვმიტანილი აყვანილია. ორივე ოფიცერი დაიჭრა. სამივე საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – აღნიშნულია კაპიტოლიუმის პოლიციის განცხადებაში Twitter–ში.
მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა. როგორც ტელეარხი MSNBC იუწყება, შემთხვევის ადგილზე სროლის ხმა ისმის.
კაპიტოლიუმის პოლიციამ თანამშრობლებს საფრთხის შესახებ შეატყობინა. შენობაში შესვლა და გამოსვლა დაიბლოკა. ყველა, ვინც შენობაში იმყოფება, გააფრთხილეს, რომ ფანჯრებთან ახლოს არ მივიდნენ.
პოლიციელებმა ასევე გადაკეტეს შენობისკენ მიმავალი რამდენიმე ქუჩა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მძღოლი, რომელიც ავტომობილით კონგრესის საკონტროლო პუნქტს შეეჯახა, გარდაიცვალა.
კაპიტოლიუმთან მომხდარ ინციდენთან დაკავშირებით ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან მობილიზებული. მათ რიგი ქუჩები გადაკეტეს, იუწყება РИА Новости.