„აჭარა ტექსტილი“ დაიხურა: ინფიცირების რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა საწარმოში

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო საწარმოს შესაძლო დახურვის შესახებ განცხადება გასულ კვირაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში კომპანია „აჭარა ტექსტილში“ კორონავირუსის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „პირველი არხი“. 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში არსებული „აჭარა ტექსტილის“ ოთხი საწარმოდან დროებით მხოლოდ ფოთში არსებული ობიექტი დაიხურა. ფაბრიკა მუშაობას, სავარაუდოდ, 11 აპრილიდან განაახლებს. 

თერმოსკრინინგი სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გურიის რეგიონის რამდენიმე სკოლა და საბავშვო ბაღი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

„საწარმოში თანამშრომელთა ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ ვატარებთ. როდესაც საწარმოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, დავიწყეთ მასობრივი ტესტირება, რომელიც ყოველ მესამე დღეს ტარდება. ბოლო გეგმური ტესტირების შედეგად ინფიცირების 29 შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს კი PCR-ტესტმა ინფიცირების დამატებითი შემთხვევები გამოავლინა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საწარმოს დროებით დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა საწარმოს დირექტორმა გია ლომინაძემ.

კომპანია „აჭარა ტექსტილი“ ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და ფლობს ოთხ საწარმოს ბათუმში, ფოთსა და რუსთავში, სადაც 6 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. რუსთავის ფაბრიკის მშენებლობა პანდემიის დროს მიმდინარეობდა. საწარმო 2020 წლის ბოლოს გაიხსნა.

„აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ბევრ საერთაშორისო კომპანიასთან, მათ შორის ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima.

 

ყველა ახალი ამბავი
0