ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში პლანეტის უხნესი ქალი მიიღებს მონაწილეობას

© сайт МОКოლიმპიური ჩირაღდანი
ოლიმპიური ჩირაღდანი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
კანე ტანაკა, რომელიც 2019 წელს ოფიციალურად ცნეს პლანეტის ყველაზე ხნიერ მცხოვრებად, ამ დროისათვის 118 წლისაა

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. იაპონიაში ოლიმპიური ცეცხლის დანთების ესტაფეტაში პლანეტის უხნესი ადამიანი, 118 წლის კანე ტანაკა მიიღებს მონაწილეობას, იუწყება CNN–ი.

​აღინიშნება, რომ ქალბატონი ტანაკა ოლიმპიურ ჩირაღდანს ქალაქ შიმაში მიიღებს, სადაც ცხოვრობს კიდეც. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, დედამიწის ყველაზე ასაკოვან ქალს ასი მეტრის გადალახვა მოუწევს ინვალიდის სავარძლით, თუმცა ბოლო რამდენიმე ნაბიჯს საკუთარი ფეხით გაივლის.

ამასთან ორგანიზატორები განმარტავენ, რომ კანე ტანაკას მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც მაისშია დაგეგმილი და რომლის სპონსორიც სიცოცხლის დამზღვევი კომპანია გახლავთ, ქალი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ამინდზეა დამოკიდებული.

„შესანიშნავია, რომ მან ასეთ ასაკს მიაღწია და ჯერ კიდევ შეუძლია აქტიური ცხოვრება. გვინდა, რომ სხვა ადამიანებმაც დაინახონ ეს და გამხნევდნენ, მიხვდნენ, რომ ასაკი დაბრკოლება არ არის“, — ამბობს ტანაკას შვილიშვილი.

კანე ტანაკა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა. იაპონიაში სულ ბოლოს ჩატარებული ოლიმპიადის დროს, 1964 წელს ის 61 წლის იყო.

2019 წელს კანე ტანაკა ოფიციალურად ცნეს პლანეტი უხნეს ადამიანად.

ყველა ახალი ამბავი
0