ბათუმში ერთმა სამხედრო მოსამსახურემ მეორე შემთხვევით დაჭრა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედროს მსუბუქი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ბათუმში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე ჯარისკაცი სცემეს – თავდაცვის სამინისტრომ საქმე აღძრა

„სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, საგუშაგოზე ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ, უ.გ-მ სავარაუდოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უნებლიე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე მ.გ. დაშავდა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მ.გ.-ს მსუბუქი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული. მას საჭირო გამოკვლევები და პროცედურები ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება. მ.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა ბათუმში 22 იანვარს მოხდა. ფაქტზე გამოძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0