არანაირი დისკრიმინაცია: საქართველოში შრომის კოდექსის გაუმჯობესებას გეგმავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის დეპუტატები სხდომაზე
პარლამენტის დეპუტატები სხდომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შრომის კოდექსში ცვლილებები შევა

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც სამსახურში მიღებისას და თავად სამსახურში ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე.

შრომის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა იგულისხმება დისკრიმინაციის ქვეშ.

რას აკეთებენ საქართველოში შშმ პირთათვის და რა პრობლემები აქვთ მათ >>

ცვლილებების თანახმად, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის გამო. ასევე იგულისხმება დისკრიმინაციის აკრძალვა რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა ორგანიზაციაში, მათ შორის პროფკავშირებში წევრობის გამო. აკრძალულია დისკრიმინაცია ასევე ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

ორსული - Sputnik საქართველო
საქართველოში ორსულების უფლებები გაუმჯობესდება

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი განიცდის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროებას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, მათ შორის დანარჩენ თანამშრომლებთან ან მაძიებლებთან შედარებით უარესი პირობების შექმნას, ესეც ჩაითვლება დისკრიმინაციად.

ამასთან, დამსაქმებელს არ აქვს უფლება დაინტერესდეს მაძიებლის ისეთი ინფორმაციით, რომელიც ეხება რელიგიას ან რწმენას, შეზღუდულ შესაძლებლობებს, სექსუალურ ორიენტაციას, ეთნიკურ კუთვნილებასა ან ორსულობას.

გარდა ამისა, დისკრიმინაციის აკრძალვა უნდა გაიწეროს შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში.

ცვლილებები ძალაში შევა პარლამენტში სამი მოსმენით მირების, საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0