თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი სასაზღვრო პოლიციასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ხელფასების ზრდას ითვალისწინებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჯამში 643.5 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. 2019 წლის იანვრიდან კი საშუალოდ 250 ლარით იზრდება სასაზღვრო პოლიციაში დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 87.6 მილიონი ლარის გამოყოფა, საიდანაც 5,5 მილიონი ლარი მეხანძრეებისა და მაშველების ხელფასების ზრდას უნდა მოხმარდეს.
ამჟამად მეხანძრე-მაშველის საშუალო ხელფასი თბილისში 900-დან 1000 ლარამდეა, ხოლო რეგიონებში ის 700-800 ლარით განისაზღვრება.