ვინ გახდა პროკურატურის 2017 წლის წარმატებული თანამშრომელი

© photo: Sputnikსაქართველოს პროკუარტურა
საქართველოს პროკუარტურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი შოთაძემ გასული, 2017 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს დამდეგი 2018 წელი მიულოცა, წარმატებულ კოლეგებს მადლობის სიგელები გადასცა და ვადამდელი წოდებები მიანიჭა, ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში

ირაკლი შოთაძემ გასული, 2017 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„საქართველოს პროკურატურის მუდმივ პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის განხორციელება. ასევე მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ოჯახში ჩადენილი დანაშაული, პროკურატურის მუშაკთა ტრენინგები და სასწავლო მოდულების განხორციელება, ასევე  სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“, — აღნიშნა მან.

საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
შს მინისტრის მოადგილე გამოცდილი პროკურორი და ლექტორი ნათია მეზვრიშვილი გახდა

პრუკურატურის საკონსულტაციო საბჭომ  სხვადასხვა კრიტერიუმებით 2017 წლის საუკეთესო თანამშრომლები გამოავლინა. წლის საუკეთესო პროკურორი საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაური გახდა,  საუკეთესო გამომძიებლად საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელი ლაშა აბულაძე დასახელდა, ხოლო წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი ზუგდიდის რაიონული პროკურატურა გახდა. 

საქართველოს პროკურატურის მიერ  დაარსებული ახალი ჯილდო  — ოჯახური დანაშაულის საქმეების წლის პროკურორი წელს პირველად პროკურორს ანა კალანდაძეს გადაეცა.

სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისთვის საპატიო ჯილდო გადაეცა ქ.თბილისის შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორს გრიგოლ ბიბილაშვილს და  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორს ქეთევან თალაკვაძეს. 


ყველა ახალი ამბავი
0