თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ფასები ტრანსპორტის სფეროში საქართველოში 1,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასებმა მოიმატა ასევე სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე (0,7%), კომუნალურ მომსახურებაზე (0,6%), ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე (0,4%), დასვენებისა და გართობის სფეროში (0,4%), ჯანდაცვის სფეროში (0,3%), განათლების სფეროში (0,2%), სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურების სფეროში (0,1%), თამბაქოსა და სპირტიან სასმელებზე (0,1%), სხვა საქონელსა და მომსახურებაზე (0,2%).
ამავე დროს ფასები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე შემცირდა (0,3%).
საანგარიშო პერიოდში ფასები კავშირგაბმულობის სფეროში არ შეცვლილა.
2016 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციამ 0,6% შეადგინა. ამ პერიოდში, 2015 წლის ნოემბერთან შედარებით, დეფლაციის დონემ საქართველოში 0,2% შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს საქართველოში ინფლაციას 4,3%-ის დონეზე პროგნოზირებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის სამიზნო მაჩვენებელი საქართველოში 2016 წელს 5%-ს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტი გათვლილია 4%-იან ინფლაციაზე.