ვითარება საქართველოს გზებზე: დიდთოვლობა და ლიპყინული

გამოწერა
სომხეთისა და თურქეთის საზღვრებისკენ მიმავალ საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს გზებზე დიდთოვლობამ და ლიპყინულმა პრობლემები შექმნა. ამასთან დაკავშირებით რიგ საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობისთვის შეზღუდვები დაწესდა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 75-97 კილომეტრზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზების გაწმენდა - Sputnik საქართველო
დიდთოვლობა აჭარაში: 15 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 71-188 კმ (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის ავტომაგისტრალის 36-60 კმ-ზე – ნაქერალას უღელტეხილზე.

თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 1-36 კმ მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი ხაშური-ახალციხე-ვალეს ავტომაგისტრალის 80-97 კმ-ზე თოვისა და ლიპყინულის გამო დიდი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის გამო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 87-106 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0