ქართველი ხელოვანის ნამუშევრები ერევანში
„როცა ერევანში ვიყავი, ვთქვი, რომ ამ ქალაქს რაღაც მინდა ვაჩუქო-მეთქი და მეორე დღესვე მომაკითხეს“, — ამბობს Sputnik-თან ინტერვიუში ხელოვანი ქეთი მელქაძე.
ქეთი მელქაძე პროფესიით ფილოლოგია. მან ბოლო ორი წელია, რაც სამშენებლო რკინის ბადისგან ნამუშევრების დამზადება დაიწყო. ამ ხნის მანძილზე ექვსი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დაწესებულებებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკრებულოსა და პარლამენტშია განთავსებული. ხელოვანის ერთ-ერთი ნამუშევარი — „მიმინო“ ფრუნზიკ მკრტჩიანის თეატრშია განთავსებული, მანამდე კი მან სუნდუკიანის თეატრს „პეპო“ აჩუქა.