საქართველოში სად შეიძლება „ევროვიზიის“ გამართვა - Sputnik-ის მკითხველთა მოსაზრება

© photo: Sputnik / Denis AslanovBlack Sea Arena
Black Sea Arena - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი შემსრულებლის გამარჯვების შემდეგ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უნდა გადაწყვიტოს – გაიმართება თუ არა საბავშვო „ევროვიზია“ საქართველოში.

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. „Sputnik საქართველოს“ მკითხველებმა საბავშვო „ევროვიზიის“ გასამართად ადგილი შეარჩიეს — გამოკითხვის შედეგების თანახმად, მკითხველთა დიდმა ნაწილმა არჩევანი Black Sea Arena-ზე შეაჩერა.

ქართველი შემსრულებელი მარიამ მამადაშვილი საერთაშორისო ვოკალური კონკურსის – საბავშვო „ევროვიზიის“ გამარჯვებული გახდა. თუმცა, განსხვავებით უფროსების „ევროვიზიისგან“, გამარჯვებული ქვეყანა მომავალ წელს კონკურსის გამართვის უფლებას ავტომატურად არ იღებს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის მაუწყებელთა კავშირი მიიღებს, რომელიც ამ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს.

ევროვიზია - Sputnik საქართველო
საქართველო მზადაა 2017 წელს საბავშვო „ევროვიზიას" უმასპინძლოს

Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში „ევროვიზიის“ გამართვას ხმა გამოკითხვაში მონაწილეთა 40%-მა მისცა. ხოლო 33,3% კი მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბის კონკურსის ორგანიზებისთვის უმჯობესია ახალი შენობა აშენდეს.

თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) სასარგებლოდ საკუთარი პოზიცია მკითხველთა 10%-მა დააფიქსირა, ასეთივე პროცენტული მაჩვენებელი ერგო სპორტის სასახლესაც.

საბავშვო „ევროვიზიის“ „დინამო არენაზე“ გამართვა მისაღებია გამოკითხვაში მონაწილეთა 3,3%-სთვის. კითხვაზე, „საქართველოში სად შეიძლება საბავშვო „ევროვიზიის“ გამართვა?“ პასუხის გაცემა რესპოდენტთა 3,3%-ს გაუჭირდა.

საკონცერტო დარბაზი Black sea arena საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუს“ მიერ აშენდა, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა. საკონცერტო დარბაზთან ერთად სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი მსოფლიოს და საქართველოს ვარსკვლავების მონაწილეობით შედგენილი კულტურული პროგრამა, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

Aerosmith - Sputnik საქართველო
ლეგენდარული Aerosmith საქართველოში 2017 წელს გამოვა

ფონდმა „ქართუმ“ საკონცერტო დარბაზის მშენებლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მთლიანობაში აღნიშნული პროექტი ფონდს 110-115 მლნ აშშ  დოლარი დაუჯდა.

გასულ წელს Black Sea Arena-ს სცენაზე გამოვიდნენ მსოფლიო ვარსკვლავები კრისტინა აგილერა, ვანესა მეი, ჯგუფი Scorpions. ასევე გაიმართა გრანდიოზული ღონისძიებები – საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი და ბრძოლა წესების გარეშე.

2017 წლის მაისში საკონცერტო დარბაზი ლეგენდარულ Aerosmith-ს უმასპინძლებს.

ყველა ახალი ამბავი
0