მდგომარეობა ზემო ლარსზე: მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს აღდგება

© Roads Department of Georgiaგაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე
გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეთი დაკეტილია.

თბილისი, 5 დეკემბერი— Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღის განმავლობაში აღდგება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. ამ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„დღეს გზა დღის განმავლობაში გაიწმინდება და მსუბუქ ავტომანქანებს ჯაჭვებით შეეძლებათ გადაადგილება, ხოლო ხვალიდან აღნიშნულ გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გატარებაც გახდება შესაძლებელი“, — ნათქვამია განცხადებაში.

© FB/ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროგზის გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე
გზის გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო
გზის გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე

ეტაპზე ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და გზის ინტენსიური წმენდა მიმდინარეობს გუდაური-კობის (ჯვრის უღელტეხილის) როგორც პირველ (93-99 კმ), ასევე მეორე მონაკვეთზე (100-106 კმ).

„გუდაურში ტურისტულ ობიექტებამდე გზა გაწმენდილია და დამამსვენებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გუდაურში თოვლის საფარის სისქე 80 სანტიმეტრს აღწევს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უნალექო ამინდი 6 დეკემბრიდან არის მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0