თბილისში ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი 29 ნოემბერს გაიხსნება

© FB / Tbilisi Wind Festivalფრანგი ჰობოისტი სელინ მონე
ფრანგი ჰობოისტი სელინ მონე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა. ღონისძიების ფარგლებში ფესტივალის ყველა მონაწილე კონსერვატორიის სტუდენტებისთვის პროფესიონალურ მასტერ-კლასებს ჩაატარებს.

თბილისი, 24 ნოემბერი– Sputnik. თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებს შეკრებს.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ფრანგი ვალტორნისტი ერვე ჟულანი და ჰობოისტი სელინ მონე, ლონდონელი ფაგოტისტი ემა ჰარმანი, იტალიელი კლარნეტისტი პაოლო ბელტრამინი, პოლონელი ფლეიტისტი აგატა იგრასი და კვარტეტი ჰოლანდიიდან Ruysdael.

handmade - Sputnik საქართველო
თბილისი „შემოქმედ ქალთა ფესტივალს“ უმასპინძლებს

ღონისძიების ფარგლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და „თი-ბი-სი გალერეაში“ ოთხი კონცერტი გაიმართება. საღამოზე აჟღერდება მოცარტის, ბეთჰოვენის, ვაგნერის, შტრაუსის, მალერისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების მუსიკა, იუწყებიან ორგანიზატორები.

ტრადიციის მიხედვით, ფესტივალის ყველა მონაწილე კონსერვატორიის სტუდენტებისთვის პროფესიონალურ მასტერ-კლასებს ჩაატარებს.

თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა და მას, ქართველი მსმენელისთვის მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრების გაცნობასთან ერთად, საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს.

ფესტივალის მონაწილეები სპეციალურად კონსერვატორიისა და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისთვის მასტერ-კლასებს ატარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0