საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი წარადგინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გასაჯაროებულ განკარგულებაში.

საქართველოს მთავრობას, პრემიერ-კვირიკაშვილის მეთაურობით, უფლებამოსილება პარასკევს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შეუწყდა. 

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა

საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოყენებულ იქნეს საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა", — ნათქვამია განკარგულებაში.

 პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შვიდი დღე აქვს იმისათვის, რომ მინისტრობის კანდიდატები შეარჩიოს და პარლამენტს ნდობის მოსაპოვებლად წარუდგინოს. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან ერთად, უნდა მოხდეს მთვრობის სამოქმედო პროგრამის წარდგენა.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობას სათავეში 2015 წლის დეკემბერში ჩაუდგა. ახალ მთვრობაში ის რიგ ცვლილებებსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემცირებას გეგმავს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 115 ადგილი და შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0