ზემო ლარსი დღეს: გზა გახსნილია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს სამხედრო გზა
საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უამინდობის გამო სამხედრო გზა დაკეტილია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომანქანების, ასევე 30-ზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით გზა გახსნილია მსუბუქი ავტომობილებისთვის, აცნობეს „Sputnik საქართველოს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

„მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ერთხიდიანი ავტომობილებისთვის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორხიდიანი მანქანებისთვის — ჯაჭვების გარეშე“, — განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

გუდაური-კობის საავტომობილო მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ყველა ახალი ამბავი
0