საქართველოში „ევროვიზია 2017“-ის ეროვნული კონკურსი დაიწყო

© FB / UA:Першийევროვიზია უკრაინაში
ევროვიზია უკრაინაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროვიზიის“ ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგი საქართველოსთვის მეცხრე ადგილი იყო.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში „ევროვიზია 2017“-ის შესარჩევი ეროვნული კონკურსი იწყება, ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ მონაწილეებს, ისე მუსიკალურ ჯგუფებს. 

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სპეციალურად „ევროვიზიისთვის“ შექმნილი სიმღერა (ხანგრძლივობა 3 წთ. CD ფორმატი), ბიოგრაფია და ფოტო.

განცხადებები მიიღება 2016 წლის 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე. 

ჯამალა - Sputnik საქართველო
„ევროვიზია 2017“ კიევში გაიმართება

წელს სტოკჰოლმში „ევროვიზია 2016“-ის კონკურსის გამარჯვებული უკრაინა გახდა ჯამალას სიმღერით „1944“, რომელმაც 534 ქულა მოიპოვა. ნახევარფინალის თარიღია — 9-11 მაისი. კონკურსის ფინალი 2017 წლის 13 მაისს შედგება. უკრაინა კონკურსს მეორედ მიიღებს. პირველად ეს 2005 წელს მოხდა. 

როგორც 2016 წლის 9 სექტემბერს გახდა ცნობილი, „ევროვიზიის“ გასამართ არენად შეირჩა კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი.

„ევროვიზია 2017“-ის კონკურსში მონაწილეობას 43 ქვეყანა მიიღებს. კონკურსზე დაბრუნდნენ პორტუგალია და რუმინეთი, ბოსნია–ჰერცეგოვინამ კი უარი თქვა მონაწილეობაზე. ავსტრალია კვლავ განაგრძობს კონკურსში მონაწილეობას საორგანიზაციო კომიტეტის სპეციალური ნებართვით.

წელს საქართველო კონკურსზე ნიკა კოჩაროვმა და Young Georgian Lolitaz-მა წარადგინა, რომელმაც მე-20 ადგილი დაიკავა. 

ყველა ახალი ამბავი
0