მოსკოვში დაგეგმილი ქართული ღონისძიებების აფიშა

© Фото: IDS Borjomi Россия"თბილისობა" მოსკოვში
თბილისობა მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს უქმეებზე მოსკოვში საქართველოს კულტურისადმი მიძღვნილი სამი ღონისძიება გაიმართება.

შაბათს მოსკოველები ქართული მრავალხმიანობითა და ცეკვებით ისიამოვნებენ. კვირას კი მოსკოვში ტალანტების ქართული ფესტივალი GeoGalaFest გაიმართება, სადაც ცეკვებსა და სიმღერებს ქართული ეროვნული სამზარეულო და ქვეყნის შესახებ ისტორიული მცირე ესკურსი დაემატება. გარდა ამისა, უქმეებზე ნაჩვენები იქნება მამა გაბრიელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ბერის დიადემა“.

© Вадим Шекун "საქართველოს ხმები"
საქართველოს ხმები - Sputnik საქართველო
"საქართველოს ხმები"

 „საქართველოს ხმები“

როდის: 5 ნოემბერი, 19:00 საათი

სად: მაცხოვრის ტაძრის საეკლესიო კრებების დარბაზი

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1795661494036390/

საქართველო — ერთ-ერთი ყველაზე „მომღერალი“ ქვეყანაა და ამაში დარწმუნება თავადაც შეგიძლიათ, თუ ქართული მუსიკალური კულტურის კონცერტს დაესწრებით. ღონისძიებაში მონაწილეობენ დამსახურებული არტისტები, ახალბედა ვარსკვლავები და ტელეპროექტების Голос, Главная сцена და Голос. Дети მონაწილეები, ასევე ვოკალური და ცეკვის კოლექტივები. ქართული მრავალხმოვანება, ეროვნული ცეკვები, ქართველი კომპოზიტორების ჰიტები ზურაბ სოტკილავას, ეთერ ბერიაშვილის, ელზა და თეიმურაზ ბოჯგუების, გიორგი მელიქიშვილის, თამრო დუდუნიას, ანსამბლების „სულიკოსა“ და „ხალისის“ შესრულებით.

ქართული სუვენირები

© Anna Yarovikovaქართული სუვენირები
ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
ქართული სუვენირები

როდის: 6 ნოემბერი, 19:00 საათი

სად: რესტორანი „მისტერ ხინკალი“ (Мистер Хинкали)

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/998178116994248/

მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში შეგიძლიათ თავი იგრძნოთ ღვინისა და ხაჭაპურის სამშობლოში. ორგანიზატორებმა სტუმრებს არა მარტო ტრადიციული სიმღერები და საცეკვაო ნომრები მოუმზადეს, არამედ ქართველი ახალგაზრდა ტალანტები ერთ ადგილზე შეკრიბეს — ტელეპროექ Голос-ის მონაწილეები, ქართული ცეკვის ანსამბლი „არგო“, ჯგუფი Gorgasal-ი, რეპერი  Dave Tell'em-ი, ბრეიკის მოცეკვავე მიხეილ ხასია, მოცეკვავე-იმპროვიზატორი ნინო ხარებავა. გარდა ამისა, სტუმრებს ელოდებათ ექსკურსი საქართველოს ისტორიის შესახებ, უფასო ფოტოსესია, გათამაშებები, პრიზები და, რა თქმა უნდა, ქართული ტრადიციული კერძები.

ფილმი მამა გაბრიელზე

© Sputnikდოკუმენტური ფილმი "ბერის დიადემა"
დოკუმენტური ფილმი ბერის დიადემა - Sputnik საქართველო
დოკუმენტური ფილმი "ბერის დიადემა"

მოსკოვში, ისტორიული პარკის „რუსეთი — ჩემი ისტორია“ მთავარ მოედანზე ფილმ „ბერის დიადემის“ ჩვენება გაიმართება.

როდის: 5 და 6 ნოემბერი, 16:00 საათი

სად: ისტორიული პარკის “რუსეთი — ჩემი ისტორია“ ატრიუმი

დაწვრილებით: https://www.facebook.com/myhistorypark.ru/

სამთავროს მონასტერში მოხვედრას მოსკოველები დოკუმენტური ფილმის „ბერის დიადემა“ ნახვისას შეძლებენ. ფილმი მამა გაბრიელის (1929-1995) ცხოვრებისა და იმ სასწაულების შესახებ მოგითხრობთ, რაც მისი სხეულის ნაწილებს მოსდის, რომელიც ტაძარში ინახება. ფილმში შესულია მამა გაბრიელის დების, ღვთისმსახურთა და მისი სულიერი შვილების მოგონებები. ნოემბერში ფილმს ქართველ და უკრაინელ მაყურებელს უჩვენებენ.

ყველა ახალი ამბავი
0