ჩიხრაძე: ურჩობის გამო საქართველოს პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა სურთ

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კომენტარი გააკეთა კონსტიტუციაში შესწორებების შესახებ, რომლებიც საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ამცირებს.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა დღის წესრიგში გიორგი მარგველაშვილისა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ განსხვავებული შეხედულებების გამო დადგა.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას — 115 ადგილს იღებს. არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე პარტიაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ალაპარაკდნენ, მათ შორის — პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევისა და მისი უფლებამოსილებების შეკვეცის შესახებ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ კონსტიტუციის გადახედვას აპირებს

„მარგველაშვილი რომ იყოს პრეზიდენტი, რომელიც უტყვად ასრულებს ყველანაირ დავალებას, რომელიც წამოვა მმართველი პარტიის ლიდერებისგან და მას არ ჰქონდეს არანაირი განსხვავებული პოზიცია, ეს საკითხი, ალბათ, არ დადგებოდა. საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდა ხორციელდებოდეს ვინმეს გაღიზიანების გამო“, — განაცხადა ჩიხრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საკონსტიტუციო ცვლილებები საჭიროა ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის უზრუნველსაყოფად, თუ ის არ არის, და არა მის გასაუარესებლად, აღნიშნა ჩიხრაძემ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებული არიან, რომ მმართველი პარტია კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს და პრეზიდენტის უფლებებს შეზღუდავს.

„მათ იციან, რომ 2018 წელს დამარცხდებიან და აკეთებენ ყველაფერს, რათა 2018 წელს არჩევნები არ ჩატარდეს. მას შემდეგ, რაც მარგველაშვილის პოზიციები დაშორდა „ქართული ოცნების“ პოზიციებს, მათ მცდელობა ჰქონდათ, შეეკვეცათ მარგველაშვილის უფლებამოსილებები“, — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა.

თავად მმართველ პარტიაში კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებებზე საუბარს სპეკულაციებს უწოდებენ. პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილებები შევა იმ შემთხვევაში, თუ კონსენსუსი იქნება არა მხოლოდ მმართველ პარტიაში, არამედ ოპოზიციურ სპექტრშიც.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი მარგველაშვილი არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირებას ელოდება

„ჩვენს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე საუბარი ჯერ ადრეა. პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და მის ვადას ვერავინ ვერ შეეხება იქამდე, სანამ პრეზიდენტის უფლებამოსილების არსებული ვადა არ დასრულდება. ეს არის სპეკულაციები. პრეზიდენტის, პარლამენტის ან სხვა ინსტიტუტების ვადაზე ადრე შეწყვეტა კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევაა“, — აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უფრო ადრე განაცხადა, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენაა.

მარგველაშვილს თავდაპირველად მთავრობაში განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის კანდიდატურას აქტიურად ლობირებდა.

მოგვიანებით მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0